საქართველოს ყოფილი პრეზიენტი მიხეილ სააკაშვილი “2008 წლის ომის” საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს მისი მთავრობის გამარჯვებაა.
“ეს არის პირველ რიგში, თინა ბურჯალიანის (იუსტიციის მინისტრის უოფილი მოადგილე), ნიკა გვარამიას, მათ შორის, რომელიც მაშინ იყო ამ პროცესების ინიციატორი, ზურაბ ადეიშვილის, რომელმაც შექმნა პრეცენდენტი, რომ ჩვენ წავედით სასამართლოში.
ეს არის მეორე გამარჯვება ჩემი მთავრობის, ჩემი მთავრობის წასვლის შემდეგ. პირველი არის ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, შუალედური, ეს არის გაეროს სასამართლო, რომელიც წულუკიანის მცდელობით, მეორე ეტაპზე დავკარგეთ. მიუხედავად ყველა განცხადებებისა [ბიძინა] ივანიშვილის, რომ საქართველო იყო დამნაშავე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველა მცდელობა ჰქონდათ ჩვენ ეს არ მოგვეპოვებინა, ამას მაინც მივაღწიეთ,”- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ევროსასამართლომ უკვე გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა.
სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველა დარღვევა რაც მოხდა მას შეერაცხება.
სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთს დარღვევა 6 მუხლში – სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლებაში დაადგინა.
ასევე, სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველა დარღვევა რაც მოხდა მას შეერაცხება.