ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენი ქვეყნის მიწის თითოეული გოჯი მალე ისევ ჩვენი იქნება”- ბიძინა კულუმბეგოვი

იუსტიციის სამინისტრო 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აექიმი ბიძნა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ჩვენი ქვეყნის მიწის თითოეული გოჯი მალე ისევ ჩვენი იქნება“, – წერს კულუმბეგოვი.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველა დარღვევა რაც მოხდა მას შეერაცხება.

სარჩელი საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და სასამართლომ ნაწილობრივ დასაშვებად 2011 წლის 13 დეკემბერს ცნო. 2012 წლის 3 აპრილს სასამართლოს პალატამ საქმის განხილვის იურისდიქცია დაუთმო დიდ პალატას.

სასამართლომ მტკიცებულებები მოისმინა მოწმეებისა და ექსპერტებისგან 2016 წლის 6-დან 17 ივნისამდე პერიოდში გამართულ მოსმენებზე. საქმეზე ზეპირი მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა.

იტვირთბა....