ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ მზად ვართ, “ქართულ ოცნებას” საჯაროდ შევხვდეთ”- ელისაშვილი პოსტს აქვეყნებს

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს ასრულებს და მზადაა “ქართულ ოცნებასტან” შესახვედრად.

ელისაშვილის თქმით, განცხადებები, რომ ის ოპოზიციიდან გარიცხეს, ღიმილისმომგვრელია.

“ოფიციალურად და საჯაროდ მინდა ჩემი და ჩვენი პარტიის “მოქალაქეების” სახელით განვაცხადო: ჩვენ, დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც. ის საკითხი, რომ თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი. ჩვენ ვინმეს საბავშვო ბაღში არ მივსულვართ რომ გაგვრიცხონ. ჩვენ ვართ ხალხის და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე ანგარიშვალდებული და მხოლოდ მათზე დამოკიდებუილი სად ვიქნებით ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში. ასევე მინდა ოფიციალურად, პარტიის სახელით მივმართო “ქართულ ოცნებას” – ჩვენ: მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე. ჩვენ გვაინტერესებს ხართ თუ არა მზად შეასრულოთ შუამავალი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები? თქვენგან ველით პასუხს ასევე საჯაროდ და ოფიციალურად”, – წერს ელისაშვილი Facebook-ზე.

ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილი ოპოზიციიდან გარიცხულია, ვინაიდან ის :ქართული ოცნების” სასარგებლო საქმეს აკეთებს.

იტვირთბა....