“მეც და ჩვენმა პარტიამაც ამ ცირკზე დავასრულეთ საუბარი, რაც ოპოზიციაშია მოწყობილი. ვისაც დამატებითი კითხვები აქვს ჩემთან, ხაზარაძესთან ან სხვებთან დაკავშირებით, გადახედონ ჩემს წარსულს, რა გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვის, ხალხისთვის, სად ვიყავი წლების განმავლობაში და გადახედონ სხვების წარსულს. ამდენი ხანი ველაპარაკებით ოპოზიციას და თვითონ არ იციან, რა უნდათ. ერთი თავგზააბნეული ხალხია.”
ალეკო ელისაშვილი – პარტია “მოქალაქეების” ლიდერი
ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.