მთავარი ციტატა

“ელისაშვილი ბავშვივით იქცევა და სამარეს ითხრის”- გია ხუხაშვილი

“ალეკო ელისაშვილის საქციელი არათუ პოლიტიკურ, არამედ პიროვნულ ლოგიკასაც სცდილება. ერთი მხრივ, რაღაცას იპრანჭება, მეორე მხრივ ფაქტია, რომ ძალიან უნდა პარლამენტში შესვლა. თითქოს, ეს არის შემთხვევა, როდესაც მას უნდა უბიწოების კოლექტიურად დაკარგვა და ძალიან ბრაზდება, როცა მას ამაზე უარს ეუბნებიან. ის ბავშვივით იქცევა და სამარეს ითხრის“.

გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი

აღნიშნულით გია ხუხაშვილი “ინტერპრესნიუსთან” ალეკო ელისაშვილისა და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

ხუხაშვილის მოსაზრებით, ალეკო ელისაშვილმა ყველა წითელი ხაზი გადალახა, პირველ რიგში, ადამიანური. 

შეგახსენებთ, 19 იანვარს, პარტია “მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილსა და “ლელოს” დამფუძნებელ, მამუკა ხაზარაძეს შორის “ღამის კურიერის” ეთერში დაპირისპირება მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის ერთიან ფორმატში მიმდინარე შეხვედრის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა.

იტვირთბა....