ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) “დაჭერილ ხალხს კრედიტებს, რომ აწერდი შენ ის კაცი არ ხარ ბიჭო?! – და ახლა შეგიყვარდა ქვეყანა” – დაპირისპირება პირდაპირ ეთერში

პარტია “მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილსა და “ლელოს” დამფუძნებელ, მამუკა ხაზარაძეს შორის “ღამის კურიერის” ეთერში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის ერთიან ფორმატში მიმდინარე შეხვედრის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა.

“ხალხს, რომ ხოცავდნენ ქუჩაში, შენ იდექი და მათ ბინებიდან ყრიდი. ახლა გაგახსენდა ქვეყანა! აი, ის კაცი ხარ შენ 20 ივნისის მერე სალომე ზურაბიშვილს ტაშს, რომ უკრავდი და ახლა გაგახსენდა ქვეყანა… ახლა შეგიყვარდა ქვეყანა! სანამ დაჭერის პრობლემა არ შეგიქმნეს მანამ არ გაგხსენებია შენი ქვეყანა. ხალხს, რომ ხოცავდნენ გლდანის ციხეში შენ ღამე იჯექი და კრედიტებს უფორმებდი ფეხებით ჩამოკიდებულ ხალხს. აი, ის კაცი ხარ შენ და ღირსებაზე მელაპარაკები…. ცოტა ახლოს ხომ არ დაგენახო! მოდი ახლოს ხო მოდი! მოდი ჰო, თვალებში ჩაგხედო, მართლა, სანამ არ დაგიჭირეს ქვეყანა არ გაგახსენებია. შენ ის კაცი არა ხარ საქართველოს რომ ატყავებდი?! დაჭერილ ხალხს კრედიტებს, რომ აწერდი შენ ის კაცი არ ხარ ბიჭო?! – და ახლა შეუყვარდა ამ კაცხ ქვეყანა?!” – განაცხადა დაპირისპირებისას ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის გაღიზიანება მამუკა ხაზარაძის განცხადებამ გამოიწვია, სადაც ის ელისაშვილს შემდეგი სიტყვებით მიმართავს – “შენ ვის დაკრულზე დადიხერ ჯერ ის გაარკვიე. კიდევ ვიმეორებ რა, – არ გაიარო ჩვენს გვერდით. მატყურა ხალხთან მე საქმე არ მაქვს.”

ამასთან, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ძალიან სამწუხარო ფაქტია, როცა დახურულ შეხვედრაზე ინფორმაცია, რასაც უამრავი ადამიანი ესწრება, გადის დამახინჯებულად.

მისივე თქმით, ყველა საუბარი, რაც მიდის არის ოპოზიციის ერთობის, ბოიკოტის არევა.

„მოვისმინე, რომ ვიღაცა ვიღაცა არ შეხვდა და ეს ტელევიზორში ირჩევა, ეს არის სირცხვილი! ამომრჩევლის დროის ფუჭად დახარჯვა“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ, რაზეც ალეკო ელისაშვილმა ხაზარაძეს მიმართა: „სირცხვილი რა არის უკაცრავად?“

აღნიშნულზე კი ხაზარაძემ აღნიშნა, რომ „სირცხვილია, რომ გაიტანეთ ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს“.

იხ: ვიდეო:

იტვირთბა....