ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება ვლადიმერ პუტინის განსაკუთრებულ ყურადღებას არ მოითხოვს”- დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნისთან და მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განსაკუთრებულ ყურადღებას არ მოითხოვს.

როგორც პესკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, მოსკოვი არ აპირებს ნავალნისთან დაკავშირებულ სიტუაციაზე დასავლეთის ქვეყნების მიერ გამოთქმული მოსაზრებები გაითვალისწინოს.

„ეს არ არის სიტუაცია, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. რუსეთის ყველა მოქალაქის უფლებების დაცვა გარანტირებულია კანონებით და ეს ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება,“- აღნიშნა პესკოვმა.

შეგახენებთ, 17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში ჩასული  რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. პოლიტიკოსთან ერთად იმყოფებოდა მისი ადვოკატიც, თუმცა სამართალდამცველებმა უფლებადამცველს არ მისცეს იმის უფლება, რომ ნავალნის გაყოლოდა. პოლიტიკოსი  ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს.

სასამართლომ, რომლის პროცესიც პოლიციის განყოფილებაში გაიმართა, რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

იტვირთბა....