aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ქვეყანა მზადაა სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის შემოსატანად”- თამარ გაბუნია

“საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის მქონე ვაქცინა, დღეისთვის ბაზარზე აღიარებული სტატუსით. რამდენიმე ვაქცინა ამგვარი აღიარების: ეს არის „ფაიზერი”, „ასტრაზენეკა” და „მოდერნა”. როგორც კი მსგავსი აღიარების ახალი ვაქცინა გამოჩნდება, რა თქმა უნდა, მასაც გავითვალისწინებთ. ვაქცინის დანერგვის გეგმაში მკაფიოდ დაკონკრეტებულია, რომ სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის შემოსატანად ქვეყანა მზადაა.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინიტრის მოადგილე

ამის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ცნობისთვის, ვაქცინის დანერგვის გეგმის ტექნიკურ ნაწილზე მუშაობა უკვე დასრულდა. არსებული ინორმაციით, ქვეყანაში “ფაიზერის” ვაქცინის პირველი დოზა იანვრის ბოლოდან შემოვა. “ფაიზერის” ვაქცინას სპეციალური პირობები, კერძოდ -80 გრადუცის მქონე მაცივრები ესაჭიროება. ქვეყანას ამ პირობების გათვალისწინებით, “ფაიზერის ” ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღება შეუძლია. 

იტვირთბა....