ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მოვუწოდებ რუსეთის ხელისუფლებას, ნავალნი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ” – ჩარლზ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელი აეროპორში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავებას Twitter-ზე ეხმაურება.

ჩარლზ მიშელი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსი ოპოზიციონერი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.

“მოსკოვში დაბრუნებული ალექსეი ნავალნის დაკავება მიუღებელია. მე მოვუწოდებ რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ იგი”, – წერს მიშელი.

შეგახენებთ, 17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში ჩასული  რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. პოლიტიკოსთან ერთად იმყოფებოდა მისი ადვოკატიც, თუმცა სამართალდამცველებმა უფლებადამცველს არ მისცეს იმის უფლება, რომ ნავალნის გაყოლოდა.

იტვირთბა....