ახალი ამბები მთავარი

“ვემხრობი პირველი თებერვლიდან შეზღუდვების მოხსნას” – ცერცვაძის განცხადება

“მე ცალსახად ვემხრობი პირველი თებერვლიდან შეზღუდვების მოხსნას ან შემსუბუქებას,” – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ, “იმედის” ეთერში განაცხადა.

როგორც ცერვაძემ აღნიშნულ ტელეკომპანიასთან დასძინა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობასთან დაკავშირებით აშკარა სტაბილურობაა.

“სტაბილიზაცია აშკარად არის. იყო დღეში 4-5 ათასამდე შემთხვევები, მიუხედავად იმისა, რომ ტესტირება გაიზარდა, ახლა შემთხვევების რაოდენობა არის 1000-მდე.

ქვეყანაში სიტუაცია დამშვიდდა, კლინიკური სექტორი არცთუ ისე სახუმარო რაოდენობას, დღეში 1200 ახალ ავადმყოფს უმკლავდება ისე, რომ მოსახლეობას არავითარი დისკომფორტი არ ექმნება.

მე ცალსახად ვემხრობი პირველი თებერვლიდან შეზღუდვების მოხსნას ან შემსუბუქებას. მთლიანი მოხსნა ალბათ არ მოხერხდება, ოღონდ იმ პირობით, თუ პარალელურად მოხდება მოქმედ რეგულაციებზე, პირბადე, სოციალური დისტანცია თუ სხვა, მათზე კონტროლის გამკაცრება…” – განაცხადა ცერცვაძემ

ცნობისთვის, დღეს, საქართველოში, კორონავირუსის 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

იტვირთბა....