ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში, კორონავირუსის 790 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ისგან 1 608 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში ვირუსისგან  232 993-მდე პაციენტი განიკურნა.

ხოლო ქვეყანაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ინფიცირებისგან 17 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რიცხვი კი 2 933-მდე გაიზარდა.

დღეს გამოვლენილი ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ინფიცირების ყველაზე მეტი დედაქალაქში დაფიქსირდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 11 853-ია.

მათივე ცნობით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 472 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში კი 23 316 ადამიანი იმყოფება.

სულ 6 ოქტომბრიდან – 16 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 294 პირი.

 

იტვირთბა....