ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთი ნატოს წინააღმდეგ

ნატოში რუსეთის მუდმივმა წარმომდგენელმა ალექსანდ გრუშკომ რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ნატოს დააკისრა. ინფორმაციას Russia Today ავრცელებს.

„ნატოს არ დაინტერესდა რატომ ჩამოაგდო თურქეთმა რუსული თვითმფინავი სირიაში, რომელიც თურქეთისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა“ – ამბობს გრუშკო.

მისი განცხადებით, ის შეხვდა ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდ ვერშბოუს, რომელსაც მტკიცებულებები გადასცა, რომლითაც მტკიცდებოდა, რომ თურქეთმა რუსული თვითმფრინავი განზრახ ჩამოაგდო.

შეგახსენებთ, რომ  24 ნოემბერს თურქეთმა რუსული „სუ-24“ ჩამოაგდო. თურქეთი ამტკიცებს, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

 

იტვირთბა....