ჟურნალისტი, ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ გადაცვლილი ადამიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
როგორც ჟურნალისტი თავის პოსტში აღნიშნავს, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავცელებული ინფორმაცია, რომ “ფაიზერის” ვაქცინას 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იმედოვნებს, რომ შეცდომაა.
“დღეს ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ გარცელდა ინფორმაცია, რომ ფაიზერის ვაქცინას 23 ადამიანი ემსხვერპლა. (იმედია, შეცდომა მოუვიდათ) ეს არის ინფორმაციით უკიდურესად სახიფათო მანიპულაცია! ბლუმბერგის სტატიაში, რომელიც წყაროა ამ ინფორმაციის, წერია, რომ ვაქცინა შესაძლოა სერიოზული რისკების შემცველი იყოს ძალიან მოხუცი, ჰოსპისში მყოფი პაციენტებისთვის (ასეთ პაცინტების სიცოცხლის ხანგძლივობა მაქსიმუმ 6 თვეა, ასეთ პაციენტებში საერთოდ რატომ უნდა კეთდებოდეს ეს ვაქცინა გაუგებარია.) ამიტომ, ასე ამ ინფორმაციით მანიპულაცია დღეს, როცა ვაქცინების მიმართ სკეპტიციზმა შესაძლოა კიდევ გაურკვეველი ვადით გადაავადოს პანდემიის დასრულება, დანაშაულის ტოლფასია. რეკომენდაცია არ გულისხმობს, რომ უფრო ახალგაზრდებმა და ჯანმრთელებმა არ აიცრანო!” – წერს ჟურნალისტი საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე.
ჟურნალისტი თავის პოსტს თან ურთავს ბლუმბერგის სტატიის ლინკს, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ: