ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოდით რა, წინასწარ ნუ ვილაპარაკებთ”- ამირან გამყრელიძე ვაქცინაციის შემდეგ 23 ადამიანის გარდაცვალებას ეხმიანება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ნორვეგიაში ვაქცინაციის შემდეგ 23 ადამიანის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება.

როგორც გამრელიძემ მთავროის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, წინასწარ ლაპარაკი, რომ სიკვდილიანობა ვაქცინამ გამოიწვია, დაუშვებელია.

მისივე თქმით, “ფაიზერის” ვაქცინა არის ერთ-ერთი ყველაზე სანდო, რომელზეც კაცოვრიობა დიდ იმედს ამყარებს.

“მოდით რა, წინასწარ ნუ ვილაპარაკებთ. “ფაიზერის” ვაქცინა არის ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინა. ახალი ტექნოლოგიებით შექნილი, რომელზედაც კაცობრიობა ამ ტექნოლოგიებზე ამყარებს დიდ იმედს. ამიტომ, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, რომ გარდაცვალება ვაქცინამ გამოიწვია. ეს დადასტურებული არ არის,”- განაცხადა გამყრელიძემ.

ნორვეგიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო “ფაიზერის” ვაქცინის გაკეთების შემდეგ მალევე 23 ადამიანი გარდაიცვალა. იხილეთ ვრცლად.

ცნობისთვის, საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინის პირველ დოზას იანვრის ბოლოდან ელოდებიან.

COVID-19-ზე პირველ რიგში უნდა აიცრან წინა ხაზის სამედიცინო პერსონალი, შემდეგ შედიან – მოხუცებულთა თავშესფრების ბენეფიცილები და პერსონალი, შემდეგ უნდა აიცრან 75 წელს გადაცილებული ადამიანები, მათ კი 65 წელს გადაცილებული ადამიანები მოჰყვებიან.

იტვირთბა....