ნორვეგიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ მალევე 23 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა Bloomberg-ი წერს.
ნორვეგიის სამკურნალო სააგენტოს ინფორმაციით, საუბარია BioNTec / Pfizer-ის წაროებულ ვაქცინაზე, რომლის გამოყენება რამდენიმე ქვეყანამ აქტიურად დაიწყო.
„23 ადამიანი გარდაცვალა პირველი ვაქცინის გაკეთებიდან მოკლე დროში“, – წერს Bloomberg.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ გარდაცვლილები ძირითადად 80 წელს გადაცილებულები არიან და მათში შესაძლოა, ვაქცინის გვერდითი ეფექტები მწვავე რეაქციების სახით გამოვლინდა.
ამ დროისთვის ნორვეგიაში ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა 33 000 ადამიანს, ძირითადად მაღალ რისკ-ჯგუფებში მყოფ პირებს, საიდანაც 23 გარდაიცვალა.
ცნობისთვის, საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინის პირველ დოზას იანვრის ბოლოდან ელოდებიან.
COVID-19-ზე პირველ რიგში უნდა აიცრან წინა ხაზის სამედიცინო პერსონალი, შემდეგ შედიან – მოხუცებულთა თავშესფრების ბენეფიცილები და პერსონალი, შემდეგ უნდა აიცრან 75 წელს გადაცილებული ადამიანები, მათ კი 65 წელს გადაცილებული ადამიანები მოჰყვებიან.