თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა რუსეთისგან მოითხოვა დაუმტკიცოს თურქეთს, რომ ნავთობს „ისლამური სახელმწიფოსთან“ ყოდულობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„როდესაც რამეს ამბობ, მისი დამტკიცება უნდა შეგეძლოს“ – განაცხადა ერდოღანმა.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას „უდიდესი შეცდომა“ უწოდა.
შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს თურქეთის F-16-მა რუსული „სუ-24“ სირია-თურქეთის საზღვართან ჩამოაგდო.