მთავარი ციტატა

“ეს შიდაპარტიული დაძაბულობის საფუძველი გახდება და საქმის გამრკვევი ისევ ივანიშვილი იქნება”- ხუხაშვილი

“ქართული ოცნების“ რიგითი ჯარისკაცები ვერ იტანენ ირაკლი კობახიძეს, მეტად, ვიდრე ოპოზიცია. ეს აქტივი ახლა ჩუმადაა და რატომ? იმიტომ, რომ მათ არ სჯერათ, რომ ივანიშვილი სინამდვილეში მიდის. ფიქრობენ, რომ ეს არის მორიგი „ტრიუკი“ და ამიტომ არიან წყნარად. თუ დაიჯერებენ, რომ ივანიშვილი მართლა წავიდა და მათ თავზე მოასვეს კობახიძე, ეს სერიოზული შიდაპარტიული დაძაბულობის საფუძველი გახდება. ვინ იქნება ამ შემთხვევაში საქმის გამრკვევი? ისევ ბიძინა ივანიშვილი. კობახიძე 100%-ით დამოკიდებულია ივანიშვილზე და ასე იქნება სამიდღემჩიოდ იმიტომ, რომ მას საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი არ აქვს.”

გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი

აღნიშნული ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის  პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. როგორც ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე კი ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს.

ქართული ოცნების ყრილობა 16 იანვარს გაიმართება, სადაც 400-მდე დელეგატი პარტიის ახალ თავმჯდომარეს და ახალ პოლიტსაბჭოს აირჩევს.

იტვირთბა....