ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თავმჯდომარის პოსტზე ბევრად უფრო საინტერესო კანდიდატი იქნებოდა კახა კალაძე ან გიორგი გახარია” – ხუხაშვილი

„კობახიძის პარტიის თავმჯდომარედ წარმოდგენა ეჭვებს ბადებს, რომ მთლად ისე არაა საქმე, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთოდ აპირებს წასვლას და პოლიტიკისკენ არ გამოიხედავს. პარტია არის ელექტორატზე დაფუძნებული სისტემა, შესაბამისად პარტიის ლიდერი უნდა იყოს ელექტორალური მიზიდულობის ცენტრი” – ამის შესახებ ქსპერტი გია ხუხაშვილი ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აცხადებს.

ხუხაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის წარდგენა ეჭვს ბადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას რეალურად არ აპირებს. როგორც ექსპერტმა ბიძინა ივანიშვილი მართვის მოდელიდან კონტროლის მოდელზე გადადის. ამასთან, ექსპერეტის შეფასებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი გახარიას ან კახა კალაძის კანდიდატურები უფრო საინტერესო იქნებოდა, თუმცა „ივანიშვილს პარტიაში რეალური ფიგურების წინ წამოწევა არ სურს“.

“ირაკლი კობახიძე ყველაზე ნაკლები მიზიდულობის ცენტრია. მისი ნეგატიური რეიტინგი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე პოზიტიური. შესაბამისად, პარტიული პოლიტიკის ლოგიკით, თავმჯდომარის პოსტზე ბევრად უფრო საინტერესო კანდიდატი იქნებოდა კახა კალაძე ან გიორგი გახარია. ბიძინა ივანიშვილმა ეს არ გააკეთა. ისმის კითხვა – რატომ. იმიტომ ხომ არა, რომ მას კიდევ უნდა ირიბი კონტროლის შენარჩუნება? მას არ უნდა რეალური ფიგურების წინ წამოწევა პარტიაში იმიტომ, რომ საკუთარი პოლიტიკური წონის ფიგურებმა, შესაძლოა, მის გეგმას სამომავლოდ საფრთხე შეუქმნას. რასაც, ბუნებრივია, კობახიძე ვერ გააკეთებს იმიტომ, რომ კობახიძეს ძვლიანად შეჭამენ.

დღეს პარტიაში აქტივი, რომელიც ძირითადად მოქმედებდა, მუშაობდა, ანუ „ქართული ოცნების“ რიგითი ჯარისკაცები ვერ იტანენ ირაკლი კობახიძეს, მეტად, ვიდრე ოპოზიცია. ეს აქტივი ახლა ჩუმადაა და რატომ? იმიტომ, რომ მათ არ სჯერათ, რომ ივანიშვილი სინამდვილეში მიდის. ფიქრობენ, რომ ეს არის მორიგი „ტრიუკი“ და ამიტომ არიან წყნარად. თუ დაიჯერებენ, რომ ივანიშვილი მართლა წავიდა და მათ თავზე მოასვეს კობახიძე, ეს სერიოზული შიდაპარტიული დაძაბულობის საფუძველი გახდება. ვინ იქნება ამ შემთხვევაში საქმის გამრკვევი? ისევ ბიძინა ივანიშვილი. კობახიძე 100%-ით დამოკიდებულია ივანიშვილზე და ასე იქნება სამიდღემჩიოდ იმიტომ, რომ მას საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი არ აქვს, განსხვავებით კალაძისგან და გახარიასგან“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

იტვირთბა....