მთავარი ციტატა

“ივანიშვილი მორიგ „ტრიუკს“ გვიტარებს”- გია ხუხაშვილი

“პირველი, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არის პოლიტიკიდან ივანიშვილის რეალური წასვლა და არა, წასვლის მორიგი იმიტაცია. მეორე, – იმ ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, გამარჯვებაზე საუბარი მიუთითებს იმას, რომ ან აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას და საერთოდ არ ესმის რომელ ქვეყანაში ცხოვრობს, ან უბრალოდ, მორიგ „ტრიუკს“ გვიტარებს და უნდა, რაღაც, ფსევდო-რეალობაში გადაგვიყვანოს.”

გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი

აღნიშნული ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის პო;ოტოკიდან წასვლას ეხმაურება.

გია ხუხაშვილის განცხადებით, წერილი, რომელიც ივანიშვილმა გამოაქვეყნა და სადაც წასვლასთან დაკავშირებით წერს, საკმარისი არ არის იმისათვის, რომ პოლიტიკიდან მისი წასვლა ნამდვილად სარწმუნო იყოს. 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის  პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. როგორც ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება.

 

იტვირთბა....