მთავარი ციტატა

“სასიკვდილოდ განწირული პაციენტი, რომელზეც არანაირი მკურნალობა მოქმედებდა, ამ პრეპარატის შედეგად გადარჩა”- ცერცვაძე

„რამდენიმე ავადმყოფებზე ძალიან წარმატებით გვაქვს გამოყენებული. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო 83 წლის ავადმყოფთან, რომელსაც მაისში ჩაუტარდა მკურნალობა. ეს იყო ფაქტობრივად სასიკვდილოდ განწირული პაციენტი, რომელზეც არანაირი სხვა სამკურნალო საშუალება არ მოქმედებდა და ამ მკურნალობის შედეგად გადარჩა.”

თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი

ამის შესახებ ცერცვაძემ „ტოცილიზუმაბთან“ დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ცერცვაძე აღნიშშავს, საქართველოში აღნიშნული მედიკამენტით ოთხ პაციენტს უმკურნალეს და გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.

შეგახსენებთ, რომ მეცნიერები ახალი პრეპარატის “მოლნუპირავირის” კვლევას ატარებენ. ჯანმოს მონაცემებით ახალი პრეპარატი კვლევის მეორე და მესამე ფაზას გადის. მათივე ცნობით, პირველ ფაზაზე პრეპარატმა დადებითი შედეგი აჩვენა, რაც იმაში გამოიხატა რომ მედიკამენტმა ვირუსი დაბლოკა და მისი მიღებიდან 24 საათში ადამიანი გადამდები აღარაა.

 

 

იტვირთბა....