ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) “ამ წამალმა შეიძლება COVID-ის პანდემია დაასრულოს” – რომელ მედიკამენტზე საუბრობს ექიმი გიორგი ღოღობერიძე

“ამ წამალმა შეიძლება COVID-ის პანდემია დაასრულოს”, – ამის შესახებ ქართველი ექიმი, გიორგი ღოღობერიძე ვიდეომიმართვაში მედიკამეტ, “მოლნუპირავირზე” საუბრისას აცხადებს.

როგორც ექიმი ვიდეომიმართვაში საუბრისას დასძენს, აღნიშნული მედიკამენტი კვლევის მეორე და მესამე ბაზას გადის, თუმცა 2020 წლის მარტში ჩატრებული კვლევის თანახმად “მოლნუპირავირმა” დადებითი შედეგი აჩვენა.

ამასთან, ექიმის განმარტებით, “მოლნუპირავირს” კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის განკურნება 24 საათში შეუძლია. მისივე თქმით, პრეპარატის მიღებიდან 24 საათის შემდეგ ადამიანი აღარ ხდება ინფექციის გადამტანი და მას ვირუსი იოლ ფორმებში გადააქვს.

“ყოველშემთხვევაში ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის მედიკამენტი, რომელზეც დღეს მოგიყვებით გამართლებს და საბოლო ჯამში კოვიდ პანდემიას დაასრულებს. ეს წამალი, რომელზეც დღეს მოგიყვებით არის სიახლე. ეს მედიკამენტი არის ცნობილი, როგორც “მოლნუპირავირი”.

“მოლნუპირავირი” ეს არის ლუბოლუკლოიზინის ანალოგი, რომლიც სულ რამდენიმე თვეა რაც გამოჩნდა ასე, რომ ვთქვათ კვლევის ბაზარზე. პრეპარატი ძალიან დიდ იმედს ტოვებს, რომ საბოლო ჯამში ის კოვიდ პანდემიას დაასრულებს.

რა თქმა უნდა, ეს მედიკამენტი ჯერ-ჯერობით არ არის ხელმისაწვდომი, რადგან წამალი ჯერ კიდევ კვლევებს გადის.  როცა ეს კვლევები დასრულდება, ჩვენ ამის შემდეგ ვიტყვით, რომ აი, ეს წამალია! მართლა შეუძლია კოვიდი ბოლომდე მოაგვაროს, თუ ჯერ კიდევ მოგვიწევს ძიება სხვა წამლების.

მოკლედ გეტყვით, თუ რა წამალია “მოლნუპირავირი” – 2020 წლის მარტში ნახეს, რომ ეს პრეპარატი არის ანტივირუსული მოქმედების საშუალება და თავიდან ის განკუთვნილი იყო გრიპის სამკურნალოდ. თუმცა, თურმე ის აღმოჩნდა ეფექტური კოვიდის წინააღმდეგაც.

რა თქმა უნდა, ჩატარდა პატარა კვლევა, სადღაც ასამდე კაცზე… შეისწავლეს ეს მედიკამენტი დიდ ბრიტანეთში და ასევე, ამერიკაში იქაურ მოხალისეებზე. ნახეს, რომ ამ მედიკამენტს ჰქონდა ეფექტურობა კოვიდის წინააღმდეგ. ბუნებრივია ამის შემდეგ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხომ არ გამოვიყენოთ ეს წამალი უფრო მასიურად…

ამიტომ, 2020 წლის ოქტომბერში ამ წამალმა დაიწყო კვლევის მეორე და მესამე ფაზები. სულ ახლახანს 2020 წლის დეკემბერში ეს მედიკამენტი ძალიენ ეფექტური იყო საკუთვრივ ცხოველების შემთხვევაშიც. აიღეს კვერნისებრთა ოჯახის წარმომადგენლები და დაინფიცირეს კოვიდით, რომელსაც ამ პრეპარატით უმკურნალეს. ნახეს, რომ ამ მედიკამენტმა ფაქტობრივად 24 საათში ვირუსი დაშალა, გაანადგურა. არცერთ ცხოველს 24 საათის შემდეგ აღარ შეეძლო კოვიდ 19-ის გადადება სხვაზე.

ეს საოცარი შედეგია. ეს იმას ნიშნავს, რომ “მოლნუპირავირს” შეუძლია 24 საათში ვირუსი დაწიოს ისე, რომ ადამიანი აღარ ხდება გადამდები. რა მოხდება თუ ეს მედიკამენტი გაივლის თავისი კვლევის მეორე და მესამე ფაზას წარმატებით?! – იცით რა მოხდება? მაგ შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტები კოვიდინფექციას ერთამანეთს აღარ გადასდებენ.

დავუშვათ დაინფიცირდი ხომ?! –  წახვალ დალევ ამ “მოლნუპირავირს” და 24 საათში შენ უკვე აღარავის  გადასდებ კორონავირუს.

მორჩა… ვსიო! აღარ ხარ გადამდები ადამიანი.

ამ მედიკამენტის მეორე თვისება ის არის, რომ დალევ და კოვიდი გაქვს მსუბუქ ფორმაში. აღარ ხარ გადამდები და ინფექცია გადაგაქვს იოლად, ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღარავინ მოკვდება.

მესამე სარგებელი ამ წამლის გახლავთ ის, რომ იზოლაციები აღარ დაგვჭირდება. ანუ, აღარ მოგვიწევს ხალხის ჩაკეტვა ვთქვათ 14 დღით.  მორჩა დალევ და 24 საათის შემდეგ თავისუფალი ხარ! – რაც გინდა ის აკეთე…

კიდევ ერთი, თუ სადმე კოვიდ აფეთქების კერა იქნება დაარიგებ ამ მედიკამენტს და მაშინვე ჩააქრობ კოვიდინფეციას. ეს ძალიან დიდი იმედების მომცემი მედიკამენტია.

რა თქმა უნდა, ეს წამალი კვლევის მეორე და მესამე ფაზაც გადის, მაგრამ ჩვენთვის ის იმედის მომცემია. კვლევა კი რამდენიმე თვის შემდეგ დასრულდება და მაგის მერე გავიგებთ ეს წამალი მართლა ეფექტურია თუ ისევ გათამაშდება რემდესვირის ვარიანტი. აი, ძალიან არ მინდა ამ მედიკამენტმაც გაიზიაროს რემდესივირის ბედი.

მაგრამ ამ წამალს მართლა მაღალი პოტენციალი აქვს, რომ გაამართლოს და ჩვენ მაგის იმედი გვაქვს. ბოლოს და ბოლოს დამთავრდება ეს… აღარავის აღარ დასჭირდება ნირაბი, ეს დისტანცია, აღარავის დასჭირდება რისკ-ფაქტორების შემოწმება მაქვს თუ არა ინფექცია.

საქმე იმაშია, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვაქცინის გაკეთება არ უნდა. ზოგს ამის სერიოზული არგუმენტი აქვს და ვისაც არ სურს, კოვიდივაქცინის გაკეთება დალევს ამ მედიკამენტს  და ამის საშუალებით განიკურნება.

წამალი ჯერ აღიარებული არ არის რადგან, როგოც განვმარტე კვლევის მეორე და მესამე ბაზას გადის, თუმცა ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ამ წამალს აქვს დიდი პოტენციალი, რომელიც ამ ჯოჯოხეთს დაასრულებს.

იხ: ვიდეო:

იტვირთბა....