ახალი ამბები მთავარი სამართალი

19 წლის მიშო ახლოურის მკვლელობის საქმეზე ძმას პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლში 19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულის 21 წლის გიორგი ახლოურის პროცესი გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომელიც დისტანციურად გაიმართა, ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონსიძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, თბილისში სასიკვდილო ჭრილობები მიშო ახლოურს 21 წლის ძმამ მიაყენა. შემთხვევა 6 იანვარს მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი ურთიერთშელაპარაკებაა. მკვლელობაში ბრალდებულია გარდაცვლილის 21 წლის ძმა, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა.

იტვირთბა....