ახალი ამბები მთავარი სამართალი

(ვიდეო) “ტელევიზორს ჩაუწიეო“- რა გახდა 19 წლის ძმის მკვლელობის მოტივი

თბილისში დღეს მომხდარი 19 წლის ბიჭის მკვლელობის დეტალები ირკვევა, რაშიც ბრალდებული გარდაცვლილის ძმაა.

„პრაიმტაიმის” ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი ურთიერთშელაპარაკება გახდა, როცა გარდაცვლილმა ძმას ტელევიზორისთვის ხმის ჩაწევა სთხოვა.

„ორივე გადასარევი ბავშვი იყო, საშინელება მოხდა. სახლში იყვნენ, ერთი ტელევიზორს უყურებდა. როგორც ჩანს, ცოტა ხმა მაღალზე იყო ჩართული. უთქვია, ტელევიზორს ჩაუწიეო, ამას არ ჩაუწევია და შეკამათდნენ, რის გამოც დაჭრა და ვეღარ გადაარჩინეს ბავშვი“, – ყვება ერთ-ერთი მეზობელი.

მკვლელოა დღეს დილით მოხდა. მკვლელობაში ბრალდებულია გარდაცვლილის 21 წლის მამაკაცი , რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა.

იტვირთბა....