ახალი ამბები მთავარი სამართალი

ავჭალაში ავტომანქანაში ჩაცხრილული ვალერიან ნემსიწვერიძის საქმეზე ბრალი მაღაზიის მეპატრონეს წარუდგინეს

ავჭალაში, 23 ოქტომბერს ავტომანქანაში ჩაცხრილული ვალერიან ნემსიწვერიძის მკვლელობის საქმეზე ბრალი შემთხვევის ადგილზე მდებარე მაღაზიის მეპატრონეს ვასილ ჯანჯღავას წარუდგინეს.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი  ნიკოლოზ წულეისკირი “ინტერპრესნიუსთან” აცხადებს,

როგორც წულეისკირი განმარტავს, ჯანჯღავას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მას სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.

ადვოკატის თქმითვე, ჯანჯღავას ბრალი გასულ თვეს, სისხლის სამართლის კოდექსის, 236-ე და 108-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, 23 ოქტომბერს ავჭალაში, მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც გაირკვა, ის საკუტარ ავტომობილში ჩაცხრილეს. უცნობმა პირმა რამდენჯერმე გაისროლა. დამნაშავე მიიმალა. ირკვევა, რომ მამაკაცს დაახლოებით ექვსჯერ ესროლეს.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ვალერიან  ნემსიწვერიძე 2004 წლის 13 მაისს პარლამენტის დეპუტატის, კახა გიუშვილის მიმართ შეიარაღებული თავდასხმის საქმეში იყო ბრალდებული. ასევე,  გავრცელდა მინფორმაცია, რომ გარდაცვლილი  ე.წ. ციხის ბუნტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

იტვირთბა....