გლდანში ახალგაზრდა მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს. თავად გარდაცვლილ მამაკაცს ხელში იარაღი ეჭირა.
შემთხვევა გლდანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. შემთხვევას ჰყავს თვითმხილველებიც.
როგორც თვითმხლილველები აცხადებენ, უცნობმა პირმა რამდენჯერმე გაისროლა. დამნაშავე მიიმალა. ირკვევა, რომ მამაკაცს დაახლოებით ექვსჯერ ესროლეს.
ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.