ქსნის დაწესებულებაში მყოფი ერთი პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძესმ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზ განაცხადა.
როგორც ლორთქიფანიძემ განმარტა, პატიმარი სიმპტომების აღმოჩენისთანავე სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ , მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„გვყავს გარდაცვლილი პატიმარი. მასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაჟღერებული იყო სპეციალური პენიტენციური დაწესებულების მიერ პირველ იანვარს გაკეთებულ განცხადებაში. როგორც კი სიმპტომები დადასტურდა, ეს ადამიანი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო კლინიკაში და სამოქალაქო კლინიკაში უკვე მე-7 დღეს უფრო დაუმძიმდა მდგომარეობა. ეს არ არის მარტო ჩვენთან, პრაქტიკით ხშირად ხდება ამ საფუძვლით ადამიანის აქტირება. სამოქალაქო კლინიკაში მოხდა გარდაცვალება. ეს იყო ქსნის დაწესებულების პატიმარი“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
სპეციალური პენიტენციალური დაწესებულება განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ ქსნის პენიტენციალურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცველასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული განცხადებით, ერთ-ერთი მედიასაშუალების წარმომადგენელს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ “ქსნის კოლონიაში პატიმარი ა.გ კოვიდინფექციით გარდაიცვალა, გვიან გადაიყვანეს საავადმყოფოში! ოჯახს აუკრძალეს ამ თემაზე საუბარი!”