ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მეუფე ბიკოლოზის ვიდეოს გამოეხმაურა, სადაც ის პატრიარქზე ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს.
როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, ასეთი მღვდელმსახურების ამგვარი ქცევა ვნებს პატრიარქს, ანგრევს ეკლესიის რეპუტაციას და აზიანებს ქრისტიანობას.
“აი, ასეთი ტექსტები და მღვდელმსახურების (მით უმეტეს, მაღალი იერარქების) ამგვარი ქცევა ვნებს პატრიარქს, ანგრევს ეკლესიის რეპუტაციას და, ბევრად უარესი, აზიანებს ქრისტიანობას, როგორც რწმენას და იდეას.
ქრისტიანობის მაგიამდე და “ფოკუზნიკობამდე” დაყვანა ისაა, რასაც ვოლანდი აკეთებდა “ოსტატსა და მარგარიტაში”. ოღონდ, ასეთი აბუჩად ასაგდები სისულელეები ბულგაკოვმაც კი ვერ მოიფიქრა.
სირცხვილია და მავნებლობაა!”- წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, გავრცელდა ვიდეო, სადაც მეუფე ბიკოლოზი საქართველოს პატრიარქზე ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს.ისტორია ილია მეორესა და ხვლიკს ეხება.