ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) “პატრიარქმა ხვლიკს ნესვი გაუწოდა, ხვლიკი მივიდა და ეს ნესვი შეჭამა” – რას იხსენებს მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ბიკოლოზი საქართველოს პატრიარქზე ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს, რომელიც ილია მეორესა და ხვლიკს ეხება.

როგორც მეუფე ნიკოლოზი ამბობს, ის ამ ამბავს არ შესწრებია, მაგრამ მოგვიანებით პატრიარქთან გადაამოწმა და სიმართლეს სეესაბამება.

“მე მინდა მცენარეებისა და ცხოველების გამონათქვამები გითხრათ, ლაპარაკი რომ შეეძლოთ რას იტყოდნენ პატრიარქზე, მაგალითები მინდა მოგიყვანოთ. ცხოველებში მინდა ერთი მაგალითი მოგიყვეთ, ესეც რამდენიმე წლის ამბავია, მე პირადად არ შევსწრებივარ, მაგრამ მერე უწმინდესს ვკითხე, გადავამოწმე და ნამდვილი ამბავია რასაც მოგიყვებით. მოკლედ, ხევში ხდება ეს, მის სამშობლოში და ლოცვა დამთავრდა, ტაძართან იყო და გამოვიდნენ ლოცვის მერე და ეზოში პირდაპირ არის გაშლილი სუფრა და სუფრის გარშემო დასხდნენ, სუფრის თავში დაჯდა პატრიარქი და უნდა დაიწყონ თუ ტრაპეზი მიმდინარეობს და უცბად საიდანღაც შემოვარდა სუფრაზე ხვლიკი, გაიხედა, გამოიხედა, დაიბნა ეს ხვლიკი, რა ქნას არ იცის და გაიქცა პირდაპირ და მიადგა პატრიარქს. პატრიარქი მიირთმევდა ნესვს და ეს ნესვი გაუწოდა ხვლიკს და ხვლიკი მივიდა და ეს ნესვი შეჭამა,”- აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

მეუფე ნიკოლოზის ვიდეო, სადაც ამ ისტორიას ყვება, სოციალურ ქსელში გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

იტვირთბა....