მთავარი ციტატა

“ეს ჩემთვის მტკივნეული გადაწყვეტილებაა”- პარლამენტში შესული დეპუტატი ფრიდონ ინჯია

„პარლამენტში შესვლასთან ერთად, მე ვტოვებ „პატრიოტთა ალიანსს”. ეს ჩემთვის მტკივნეული გადაწყვეტილებაა, რადგანაც წლების განმავლობაში, ბევრი რამ მაქვს გაკეთებული ამ პარტიის წინსვლისა და წარმატებისთვის. ამასთანავე, არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს, დავით თარხან – მოურავს, გენერალურ მდივანს ირმა ინაშვილს, რომ მოგვცა საშუალება ვიყოთ ამ პარლამენტში ამ სტატუსით.”

პარლამენტში პარტია „პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიით შესული დეპუტატი ფრიდონ ინჯია

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის ახალ პარტიას „ევროპელ სოციალისტებს” აყალიბებს, რომლის ყრილობასაც უახლოეს პერიოდში გეგმავს.

„პატრიოტთა ალიანსის” სამი წევრის – ფრიდონ ინჯიას, დავით ზილფიმიანის და გელა მიქაძის უფლებამოსილების საკითხზე პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე იმსჯელა და მხარი ერთხმად დაუჭირა.

ცნობისთვის, “პატრიოტთა ალიანსის” სამ დეპუტატს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს პარლამენტის სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ.

 

 

იტვირთბა....