„პატრიოტთა ალიანსის” სამი წევრის – ფრიდონ ინჯიას, დავით ზილფიმიანის და გელა მიქაძის უფლებამოსილების საკითხზე პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე იმსჯელა და მხარი ერთხმად დაუჭირა.
სამი ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია პარლამენტში.
„ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია პარლამენტში და ისინი მონაწილეობას მიიღებენ ამ მომენტიდან საპარლამენტო საქმიანობაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის” სამი წევრის – ფრიდონ ინჯიას, დავით ზილფიმიანის და გელა მიქაძის უფლებამოსილების საკითხზე პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე იმსჯელა და მხარი დაუჭირა. დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოში ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე ჩაანაცვლეს. “პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შედის ასევე ავთანდილ ენუქიძე.
ცნობისთვის, 4 იანვარს “პატრიოტთა ალიანსის” სამ დეპუტატს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს პარლამენტის სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ.