ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ის კაცი არჩეულია და 6 წელი ვერავინ შეეხება”

“ის კაცი არჩეულია და 6 წელი ვერავინ შეეხება” – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის დანიშვნასთან დაკავშირებით.

“რა თქმა უნდა, უნიკალური და უმწიკლო ვერავინ იქნება. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი კანდიდატურა იყო ბატონი შოთაძე. მთავარი არ არის აქ პიროვნება. მთავარია ის, რომ ჩვენ რეფორმებს ვატარებთ. აკრიტიკებდნენ, რომ ასეთი წესით არ უნდა არჩეულიყო. ამ პროცესში მთავარია ის, რომ ის კაცი არჩეულია და 6 წელი მას ვერავინ შეეხება, თუ რა თქმა უნდა, მან თითონვე არ დაარღვია კანონი. ეს იყო მთავარი ამ პროცესში”, – განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა გუშინ მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. ფარული კენჭისყრისას შოთაძის კანდიდატურას 82 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხმა მის წინააღმდეგ 15-მა მისცა.

იტვირთბა....