საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზუგდიდში გაჩენილი ხანძრისა და მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადეას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხანძარი მუნიციპალიტეტის სამ სოფელშია გავრცელებული და ცეცხლი ძირითადად უკიდია ბალახს და ეკალბარდს.
ამასთან, განცხადების თანახად, ძლიერი ქარის გამო რამდენიმე კერაზე არსებობს პლანტაციებსა და ნარგავებზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე, რის გამოც დამატებითი ძალების მობილიზება ხდება.
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში სამეგრელო ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტში შემოსულია 40-ზე მეტი შეტყობინება მინდვრის ხანძრების შესახებ. ცეცხლი ძირითადად უკიდია ბალახს და ეკალბარდს. ყველა შემთხვევაზე მომხდარია რეაგირება, ადგილებზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები.
ძლიერი ქარის გამო რამდენიმე კერაზე არსებობს პლანტაციებსა და ნარგავებზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე. პრევენციისა და დახმარების მიზნით გურიიდან, აჭარიდან და იმერეთიდან ხდებადამტებითი ძალების და სახანძრო ტექნიკის მობილიზება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.
მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.