ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხალხის ბრალია, რადგან მთავრობას ჰგონია, ყველაფერი შერჩება”- ნათელაშვილმა აქცია გამართა

„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა “სემეკთან” აქცია გამართა და რითიც ელექტროენერგიასა და წყალმომარაგებაზე ტარიფის ზრდა გააპროტესტა.

ნათელაშვილი ხალს ადანაშაულებს, რომ მთავრობა ამდენს ბედავს და ამას თავმოყვარე საზოგადოება ვერ მოითმენს.

„ხალხის ბრალია, რადგან მთავრობას გონია, რომ ყველაფერი შერჩება, რომ ხალხს ყველაფერი დაავიწყდება, რომ მერე გაიყიდებიან თანამდებობაზე, ხახვზე, ფულზე, კარტოფილზე, ეშმაკის ვერცხლზე.

სანამ ეშმაკს არ განვდევნით ჩვენგან, ყოველთვის მოვლენ ივანიშვილები, ყოველთვის მოვლენ გახარიები, ყოველთვის მოვლენ ის ბაბაჯანები და ჯოჯოები, როლებმაც დღეს კომისიასთან მოგვიყვანა და რომლებმაც სამ თეთრიანი დენი გაგვიხადა 35 თეთრი, ანუ 12-ჯერ, 13-ჯერ გააძვირა, ამას ვერანაირი თავმოყვარე საზოგადოება ვერ მოითმენდა.

სანამ ჩვენ ვიჯდებით სახლში ტელევიზორთან, ტახტზე წამოკოტრიალებული და დაველოდებით როდის მოხდება რევოლუცია და როდის დაამხობს ვინმე თქვენს მიერ არჩეულ მარაზმ ხელისუფლებას, მანამდე იქნებით მონაზე უარეს მდგომარეობაში. სანამ არ დაანებებთ თავს ჩემი ხელფასისა და სახლზე აგურების თვლას თქვენგან არაფერი არ გამოვა და თქვენ იქნებით მონები”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, ელექტროენერგიასა და წყალმომარაგებაზე ტარიფი გაძვირდა. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავრობა ელექტროენერგიაზე გაზრდილ ტარიფს სრულად დაუსუფსიდირებს იმ ოჯახზე, რომელთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგია 300 კილოვატზე ნაკლები იქნება.

იტვირთბა....