ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ელექტროენერგიაზე გაზრდილ საფასურს სახელმწიფო დაასუბსიდირებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას ეხმიანება. როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობა ელექტროენერგიაზე გაზრდილ ტარიფს სრულად დაუსუფსიდირებს იმ ოჯახზე, რომელთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგია 300 კილოვატზე ნაკლები იქნება.

“საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია, სრულად დაასუფსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის.

საქართველოში არის სულ 1 700 000 აბონენტი, აქედან 1 600 000-მდე აბონენტი მოიხმარს 300 კილოვატზე ნაკლებს, რაც ნიშნავს იმას, რომ 95% საქართველოს მოქალაქეების ოჯახების სრულად იქნება ნაზარდი ფასის ელექტროენერგიაზე სუფსიდირებული.

ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მძიმე კრიზისულ წელს, საქართველოს მოსახლეობას ექნება კიდევ სხვა, საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური გამოწვევები და ტარიფის ზრდა ელექტრო ენერგიაზე დამატებით გამოწვევა არ უნდა გახდეს”, – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, “ენერგო-პრო ჯორჯიას” 28 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია. საქართველოს ელქტროენერგიის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომა დღეს გაიმართება, სადაც ახალ ტარიფს დაადგენენ.

იტვირთბა....