ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცნობილია, რამდენით გაძვირდა ელექტროენერგიის ტარიფი

საქართველოს ელქტროენერგიის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რამდნეით გაძვირტდება ტარიფი ელექტროენერგიასა და წყალმომარაგებაზე.

სემეკმა „თელასის“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფი დაამტკიცა.

„თელასის“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება.

„თელასისთვის“ სამომხმარებლო ტარიფების ნაწილში, თვეში 101 კილოვატ საათამდე და საერთო მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფი დღგ-ს ჩათვლით კვტ.სთ ელექტროენერგიაზე მოქმედი 14.544 თეთრიდან 18.041 თეთრამდე იზრდება და შესაბამისად, ზრდა ერთ კვტ.სთ.-ზე 3.498 თეთრს შეადგენს. ამასთან, თვეში 101 – 301 კვტ.სთ. მომხმარებლებისთვის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 22.053 თეთრამდე, ხოლო 301 კვტ.სთ.-ზე ზემოთ – 26.537 თეთრამდე იზრდება.

რაც შეეხება „თელასის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა კვტ.სთ. ელექტროენერგიაზე 11 თეთრზე მეტია.

ამასთან, „ენერგო პრო ჯორჯიას“ 101 კილოვატ საათამდე და საერთო მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფი დღგ-ს ჩათვლით კვტ.სთ ელექტროენერგიაზე მოქმედი 14.237 თეთრიდან 17.731 თეთრამდე იზრდება და შესაბამისად, ზრდა ერთ კვტ.სთ.-ზე 3.494 თეთრს შეადგენს. ამასთან, თვეში 101 – 301 კვტ.სთ. მომხმარებლებისთვის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 21.707 თეთრამდე, ხოლო 301 კვტ.სთ.-ზე ზემოთ – 26.227 თეთრამდე იზრდება.

რაც შეეხება „ენერგო პრო ჯორჯიას“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა კვტ.სთ. ელექტროენერგიაზე 10.8-დან 14.6 თეთრამდეა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავრობა ელექტროენერგიაზე გაზრდილ ტარიფს სრულად დაუსუფსიდირებს იმ ოჯახზე, რომელთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგია 300 კილოვატზე ნაკლები იქნება.

იტვირთბა....