“ბოლო დაწესებული შეზღუდვების შედეგებს ჩვენ დღეს უკვე ვგრძნობთ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მდგრადად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს, ამიტომ არანაირი ლოქდაუნების და მკაცრი შეზღუდვების აუცილებლობა არ არსებობს, ეს არის ჭორები.”
გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი
ამის შესახებ გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. აიკრძალა მუნიციპალური და საქალქთაშორისო ტრანსპორტი, დაიხურა ყველა დიდი სავაჭრო ქსელი. ასევე, ღამე, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე, ქვეითთა მოსიალულესთვის.