ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იხილეთ სრული ჩამონათვალი, რა შეზღუდვები წესდება 28 ნოემბრიდან საქართველოში

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა საბჭომ ახალი შეზღუდვების გათარებაზე გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი შეზღუდვების შესახებ ინფორმაცა მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიას გააცნო.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:

28 ნოემბერი – 31 იანვრის ჩათვლით:

ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:

  • 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;
  • მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;
  • რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე (დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“, „დრაივი“)
  • ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
  • ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების  ჩატარება – დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.
  • სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.
    დიდ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმში,  ქ. ქუთაისში,  ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში – და სათხილამურო კურორტები – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:

    • ქ. თბილისის,  ქ. თელავის, ქ. ბათუმის,  ქ. ქუთაისის,  ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
    • სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
    • ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
    • სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
    • კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.

     

  • სათხილამურო კურორტეზე ასევე:
    • სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;
    • ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

     

  • 24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება: ქვეყნის მასშტაბით:
    • იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
    • აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

     

  • 3  იანვარი – 15 იანვრის პერიოდშიქვეყნის მასშტაბით:
    • ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;
    • აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;
    • არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.
    • 16 იანვარი – 31 იანვარიქვეყნის მასშტაბით:
      • აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
      • შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას

       

    • მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:
      • ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:
      1. სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
      2. საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
      3. სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
      4. დელივერსა და გატანის სერვისებს;
      5. სილამაზის სალონებისა და  ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
      6. ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
      7. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
      8. აგრარული ბაზრობის მუშაობას
      9. და სხვ.

        . არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება.

       

 

იტვირთბა....