“ჩემი შტაბის ერთ-ერთი წევრი იყო ის, ვინც პირველად შემოხაზა 5-იანი, ის 7 ნოემბერს ნაცემი იყო ისე, დღემდე კორსეტით დადის. ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. ჩემ შტაბში ვინც იყვნენ 50% მანამდე არ ყოფილან “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, რომ ნახელისუფლარი პარტია ვართ და საზოგადოებასთან მეტი მუშაობაა საჭირო, დავარწმუნოთ, რომ საკუთარ შეცდომებზე თვითნასწავლი ხალხი ვართ. შეცდომებით კედელზე ცხვირმირტყმულები ვართ. ხშირ შემთხვევაში მძიმე დანაშაულზე. ეს ჩვენი ნეგატიური გამოცდილებაა, მაგრამ ამავე დროს არის კაპიტალი. ნახელისუფლარი პარტია ნიშნავს, რომ გამოცდილი პარტიაა. იცის რა როგორ გააკეთოს და რა როგორ აღარ გააკეთოს.”
ნიკა მელია – “ნაციონალური მოძრაობის” ახლად არჩეული თავმჯდომარე.
ამის შესახებ მან “TV პირველის” ეთერში განაცხადა.