ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იყო ერთი “გირჩი,” გახდა ორი, იყო ერთი “ენმ,” გახდა… რამდენი გახდა, ვეღარ დათვლი” – ამირან სალუქვაძე

ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

“ელენე ხოშტარიას ევროსაქებიდან წასვლაზე, მისი კოლეგა ამბობდა დღეს, პოლიტიკური სპექტრის განახლებას ითხოვს საზოგადოებაო.

🔹თქვენს გადალაგება-გადმოლაგებას კი არა, ისეთი ხალხის შემოსვლას ითხოვს საზოგადოება, ვინც არ ყოფილა პოლიტიკაში.

🔸თქვენს გადალაგება-გადმოლაგებას და გაყოფა-გამოყოფას რა მნიშვნელობა აქვს და რა ცვლილება მოაქვს?!

🔹იყო ერთი გირჩი, გახდა ორი, იყო ერთი ენმ, გახდა… რამდენი გახდა, ვეღარ დათვლი. ვიმც ენმ-დან გავიდა, ენმ-ად დარჩა. რას იღებს ამით საზოგადოება?!

🔸35% აიღო ხოშტარიამო. გასულიყო მარტო, უპარტიოდ და დანარჩენი ოპოზიციის გარეშე. მერე დაეთვალათ ხმები. ეს 35% მთელი ოპოზიციის მხარდაჭერით იყო, როგორც ერთიანი კანდიდატის. შესაბამისად 35% იმ ოლქში თითქმის მთელი ოპოზიციის რეიტინგია, იმ პარტიებს გარდა, რომლებსაც თავიანთი კანდიდატები ჰყავდათ”, – წერს სალუქვაძე.

იტვირთბა....