სემეკი მიიღებს დაბალანსებულ გადაწყვეტილებას, ორივეს, მომხმარებლისა და კომპანიის სასარგებლოდ – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ენერგო პრო ჯორჯიას განცხადებას, დენის მოსალოდნელ გაძვირებასთან დაკავშირებით.
როგორც თურნავამ აღნიშნა, კანონმდებლობით, ტარიფების კალკულაციას და დადგენას ახორციელებს დამოუკიდებელი რეგულატორი სემეკი, რომელიც თავისი ემთოდოლოგიით ხელმძღვანელობს
” დარწმუნებულები ვართ, რომ სემეკი მიიღებს დაბალანსებულ, ოპტიმალურ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთის მხრივ მომხმარებლის უფლებებს დაიცავს, მეორეს მხრივ კი ენერგოკომპანიებს მისცემს საშუალებას, უსაფრთხოდ მაიწოდონ ელექტროენერგია მომხმარებლებს. ამ ეტაპზე ჩვენ არ ჩავერევით მათ კომპეტენციაში” , – აცხადებს ნათია თურნავა.