“შემდეგი წლის ბოლოსთვის ამ საწარმოში 4000 ადამიანი იმუშავებს. ჩვენი ამოცანაა მსგავს ინვესტორებსა და მსგავს საწარმოებს ყველანაირად შევუწყოთ ხელი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მიდგომები ბიზნესთან, ინვესტორთან უნდა იყოს აბსოლუტურად ახალი, სხვანაირი იმისთვის, რომ დღეს ქვეყნისთვის თითოეული სამუშაო ადგილი უაღრესად დიდი ღირებულების მატარებელი და არა თუ ახალი, არამედ არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება დღეს საქართველოს მთავრობის უპირველესი ამოცანაა.”
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ამის შესახებ გახარიამ რუსთავში, „ქართლი ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.