ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქვეყანაში ასეთი მუტაციის არსებობის შანსი, რა თქმა უნდა, არსებობს” – გაბუნია კორონავირუსის ახალ შტამზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯერჯერობით ახალ შტამთან დაკავშირებით სტატისტიკა არ გვაქვს, თუმცა შანსი იმის, რომ ქვეყანაში იყოს ასეთი მუტაცია, რა თქმა უნდა, არსებობს.

მისი თქმით, უნდა დაველოდოთ, რას იტყვის ამასთან დაკავშირებით ლაბორატორია.

“მსოფლიოში, ერთადერთი რაც გამოვლინდა, ვიცით, რომ უფრო სწრაფია მისი გადაცემის მაჩვენებელი, თუმცა ეს რამდენად იწვევს უფრო სერიოზულ ავადობას, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მონაცემები არ არის. უნდა მივყვეთ ამ პროცესებს და ვნახოთ, როგორ განვითარდება და რას გვეტყვის მეცნიერება”, – განაცხადა გაბუნიამ.

იტვირთბა....