“ერთმა გულწრფელმა, უანგარო ადამიანმა მოახერხა ის, რაც ვერ, ან არ მოახერხეს მთავრობამ, ჯანდაცვამ, ათასი ჯურის ანტი და პრო-საბჭოებმა – პირბადე 18 თეთრი.
გიორგი ფხაკაძე”
გია ხუხაშვილი – პოლიტოლოგი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
გია ხუხაშვილი აღნიშნული პოსტით ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველის, გიორგი ფხაკაძის ინიციატივას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, გიორგი ფხაკაძის ინიციატივით რამდენიმე ფარმაცევტული კომპანია პირბადეებს დაბალ ფასში გაყიდის. როგორც ფხაკაძემ საკუთარ “ფეისბუქ” მიმართვაში აღნიშნა, მის ინიციატივას პირველი კომპანია “ავერსი” გამოეხმაურა და მომხმარებელებს პირბადეს 18 თეთრად შესთავაზებს.