ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!” – რა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ “ავერსი ფარმას” გარდა მის ინიციატივას კიდევ ერთი ფარმაცევტული კომპანია “ფარმასახლი” გამოეხმაურა.

“მეტრონომი” გიორგი ფხაკაძის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“კიდევ ერთი კომპანია, რომელიც ჩვენს ინიციატივას გამოეხმაურა არის სააფთიაქო ქსელი ,,ფარმ ჰოუსე” “ფარმსახლი”.

დღეიდან მათ ქსელში არსებულ ყველა აფთიაქში პირბადე გაიყიდება 15 თეთრად!!!

აი, ჩვენი ერთობლივი ბრძოლის პირველი შედეგი!

ყველანი ვიძენთ პირბადეს მხოლოდ 15 თეთრი “ფარმსახლში“ (15თ), “ავერსში”- ში!!! (18 თ) და “პსპ”-ში!!! (20თ)

ესეც დაპირებული რეკლამა ჩემგან!

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

ეს მხოლოდ დასაწყისია!” – წერს გიორგი ფხაკაძე.

ამავე თემაზე იხილეთ: “აი, ჩვენი ერთობლივი ბრძოლის პირველი შედეგი!” – რა სასიხარული ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

იტვირთბა....