ამერიის შეერთებულ შტატებში პოლიციის ოფიცერმა ფერადკანიანი კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მკვლელობა ოჰაიოს დედაქალაქ კოლუმბუსში მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს.
არსებობს მკვლელობის ამსახველი კადრები, სადაც ჩანს, რომ ოფიცერი ფერადკანიანს ესვრის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერში ხმა არ ისმის, უცნობია, მკვლელობამდე მხარეები რაზე საუბრობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ოფიცერმა 47 წლის ფერადკანიან მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა, რომელიც იმავე ღამეს, 02:30 საათამდე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციის ოფიცერმა დაზარალებულს დახმარება მაშინვე არ აღმოუჩინა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში პოლიცის მხრიდან ფერადკანიანის მოკვლა ეს პირველი შემთხვევა არაა. შეგახსენებთ, ამერიკაში აფროამერიკელი მოქალაქის ჯორჯ ფლოიდისმკველობის გამო 2019 წლის 25 მაისიდან საპროტესტო აქციები არ წყდებოდა.
გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ფლოიდი მიწაზე წევს, პოლიციელი კი მის კისერზე მუხლი აქვს მიბჯენილი. ჩანაწერში ისმის ფლოიდის ხმა, რომ ის ვერ სუნთქავს. მოგვიანებით, დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მამაკაცი კისრისა და ზურგის არეში დაწოლის შედეგად, ასფიქსიით გარდაიცვალა.