ოპოზიციამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბრის შემდეგ სასახლეში დარჩენა შესთავაზა.
ეს ინიციატივა პრეზიდენტთან შეხვედრაზე “ლელო საქართველოსთვის” წევრმა, ანა დოლიძემ გააჟღერა.
“მე შევთავაზე სრული მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, ჩვენ მზად ვართ, დავრჩეთ 29 დეკემბრის შემდეგაც სასახლეში და ის გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი შეთავაზება, ეს არის მხარდაჭერის ფორმა სხვა ყველა ფორმასთან ერთად, რომელიც იქნება ლეგიტიმური, სამართლიანი და არაძალადობრივი”, – თქვა მან პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
ამ ინიციატივას მხარს უჭერს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამიაც.