ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსეთმა აშშ-ის ჰელსინკის კომისია “არასასურველ ორგანიზაციად” გამოაცხადა

რუსეთმა აშშ-ის ჰელსინკის კომისია “არასასურველ ორგანიზაციად” გამოაცხადა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ, სხვა მიზეზებთან ერთად, მოტივად კომისიის მიერ ჯო ბაიდენისადმი მიმართვა დაასახელა, რომლითაც ჰელსინკის კომისიამ აშშ-ს მოუწოდა, უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მიეცა.

“აშშ-ის ჰელსინკის კომისიის საქმიანობა მიზნად ისახავს რუსეთში სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას. ორგანიზაციის წევრები მასიურად ავრცელებენ მასალებს, რომლებიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის საგარეო და საშინაო პოლიტიკის, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას”, – ამბობს პროკურორი.

იტვირთბა....