კუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში, სროლაში ეჭვმიტანილი “დეპუტატის”, ადგურ ხარაზიას სახლს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებს ამ დრომდე ეძებენ.
შეგახსენებთ, რომ ადგურ ხარაზია არის ის ე.წ. დეპუტატი, რომელმაც დე ფაქტო პარლამენტში სროლა დაიწყო, რა დროსაც “დეპუტატი” ვახტანგ გოლანძია დაიღუპა, ხოლო ე.წ. დეპუტატი, კან კვარჩია დაშავდა.
ხარაზია ძებნაშია გამოცხადებული.