ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სახელმწიფოს პირველი ვალდებულებაა, იზრუნოს სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ მოქალაქეებზე” – პრემიერი

“სახელმწიფოს პირველი ვალდებულებაა, იზრუნოს სოციალურად დაუცველ, შეჭირვებულ მოქალაქეებზე, ხანდაზმულებზე და ყველაზე, ვისაც ეს მხარდაჭერა სჭირდება,” – აღნიშნული განცხადება პრემიერმისნისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

როგორც გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სამთავრობო პროგრამის მეორე ნაწილია სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის მართვა და შემთხვევითი არ არის, როდესაც ეს ორი მიმართულება გავაერთიანეთ.

„ამიტომ, სახელმწიფოს პოლიტიკა, როგორც ჯანდაცვის, ასევე ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით, იქნება თანმიმდევრული და იმის შინაარსობრივი გაგრძელება, რაც დაწყებული იყო ბოლო 8 წლის განმავლობაში. თუმცა, პარალელურად, როდესაც ჩვენ განათლებასაც ვეხებით და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც შეუძლია, საკუთარი შრომით ღირსეულად არჩინოს ოჯახი და განვითარდეს, სახელმწიფომ უნდა შეუქმნას თანაბარი კონკურენტული პირობები და ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ვალდებულება. ეს ვალდებულება, რა თქმა უნდა, იწყება განათლების უფლებით, ამიტომ განათლების რეფორმა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანური კაპიტალის მართვის თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტის რიგგარეშე პლენარუს სხდომაზე დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს.

იტვირთბა....