საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტის რიგგარეშე პლენარუს სხდომაზე დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს.
აღსანიშნავია, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებულ პლენარულ სხდომას მხოლოდ ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრები ესწრებიან.
ამასთან, მინისტრთა კაბინეტის ახალი სახე იუსტიცის მინისტრია. პრემიერმა მთავრობას იუსტიციის ახალი მინისტრი წინა სხდომაზე გოჩა ლორთქიფანიძე სახით წარადგინა. ყველა სხვა თანამდებობაზე კი წინა კაბინეტის მინისტრების კანდუდატურები წარადგინა.
მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტში შემდეგი შემადგენლობით შევიდა:
პრემიერ-მინისტრი – გიორგი გახარია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი
იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე
შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა
საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი
ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი
თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი